ჩვენი 100 წელს გადაბიჯებული სკოლა
როდესაც ათვალიერებ ძველი თბილისის ქუჩებს, თვითმყოფადი სილამაზე და სინატიფე გხიბლავს... ქვაფენილით მოკირწყული ქუჩები, ძველი თბილისური ეზოები, განუმეორებელი არქიტექტურა და ისტორიული მითები განსაკუთრებით იზიდავს აქ უცხო სტუმარსა და მკვიდრსაც ... აქვეა ცნობილი უბანი სოლოლაკი , სადაც არის ჩვენი უსაყვარლესი ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა .თუ გადავხედავთ ჟამთა სვლას, , თბილისს ბევრი მოუხიბლავს, ყველა დროის მგოსნები ლექსებს უძღვნიდნენ, ხოტბას ასხამდნენ... თუმცა მოშურნეც არ აკლდა : უცხო ჯურის მომთაბარეები ანგრევდნენ და ანადგურებდნენ, მაგალითისათვის აღა მაჰმად ხანიც კმარა...
თბილისის წარსულს ისტორიული ნაგებობები გვიყვება.
ძველი არქიტექტურა ჩვენი ქალაქის ერთგვარი მატიანეა. ამიტომაც ამაყად შევყურებთ ჩვენი სკოლის
საუკუნოვან კედლებს და გული სიხარულით გვევსება, რომ აქ ვსწავლობთ, ვასწავლით და
განათლებას ვაძლევთ იმ მომავალ თაობას,
რომელმაც უნდა შექმნას ჩვენი ,,მყოოფადი”...ასმაგი მოვალეობა გვაკისრია, რადგან
სკოლა ასი წელია ამაყად დგას ძველ თბილისში და საინტერესო ისტორიასაც იტევს თავის
კედლებში. საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა
და ჩვენი სკოლის ფუძემდებელი ერთი და იგივე პიროვნება მანთაშოვია.
როდესაც ჩვენი ასწლოვანი სკოლის კედლებში შემოდიხარ , ხვდები , რომ შეიძლება ადამიანებმა განურჩევლად წარმომავლობისა, ენისა, რელიგიისა შესანიშნავად შეუძლიათ გაუგონ და გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს, .ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2008 წლის მოვლენების დროს, სადაც ათეულობით დევნილმა შესძლო დროებითი თავშესაფარი ეპოვა ჩვენი სკოლის კედლებში, ჩვენ ვცდილობდით ტკივილი და დარდი ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა და მათ ნაღვლიან თვალებში ხანდახან მაინც დაგვენახა იმედის ნაპერწკალი. სკოლა ტრადიციებს არ ივიწყებს, აგრძელებს იმ დიდ გზას რომელზედაც ასი წელია მოდის....
როდესაც ათვალიერებ ძველი თბილისის ქუჩებს, თვითმყოფადი სილამაზე და სინატიფე გხიბლავს... ქვაფენილით მოკირწყული ქუჩები, ძველი თბილისური ეზოები, განუმეორებელი არქიტექტურა და ისტორიული მითები განსაკუთრებით იზიდავს აქ უცხო სტუმარსა და მკვიდრსაც ... აქვეა ცნობილი უბანი სოლოლაკი , სადაც არის ჩვენი უსაყვარლესი ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა .თუ გადავხედავთ ჟამთა სვლას, , თბილისს ბევრი მოუხიბლავს, ყველა დროის მგოსნები ლექსებს უძღვნიდნენ, ხოტბას ასხამდნენ... თუმცა მოშურნეც არ აკლდა : უცხო ჯურის მომთაბარეები ანგრევდნენ და ანადგურებდნენ, მაგალითისათვის აღა მაჰმად ხანიც კმარა...
როდესაც ჩვენი ასწლოვანი სკოლის კედლებში შემოდიხარ , ხვდები , რომ შეიძლება ადამიანებმა განურჩევლად წარმომავლობისა, ენისა, რელიგიისა შესანიშნავად შეუძლიათ გაუგონ და გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს, .ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2008 წლის მოვლენების დროს, სადაც ათეულობით დევნილმა შესძლო დროებითი თავშესაფარი ეპოვა ჩვენი სკოლის კედლებში, ჩვენ ვცდილობდით ტკივილი და დარდი ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა და მათ ნაღვლიან თვალებში ხანდახან მაინც დაგვენახა იმედის ნაპერწკალი. სკოლა ტრადიციებს არ ივიწყებს, აგრძელებს იმ დიდ გზას რომელზედაც ასი წელია მოდის....
No comments:
Post a Comment