,,ეს სავაჭრო სკოლა აშენებულია 1911 წლის
1 ივლისს თბილისის ვაჭართა-ამხანაგობის მიერ მისი აღმატებულება გრაფ ვორონცოვი-დაშკოვის მმართველობის დროს სკოლის საპატიო მზრუნველის - მანთაშოვის სახსრებით”
- ასეთი წარწერა იყო სპილენძის აბრაზე 1911 წლის
7 ივლისს,
როდესაც ეს სკოლა გაიხსნა.
მანთაშოვის სახელობის მე-3 სავაჭრო ვაჟთა სკოლა - ასე იწოდებოდა თავდაპირველად ახლანდელი ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის №43 საჯარო სკოლა. მანთაშოვი იყო ნავთობის დიდი მაგნატი, მეცენატი, პირველი გილდის ვაჭართა ხელმძღვანელი. აი , რას წერდნენ მასზე მისი თანამედროვეები ,,არა დიდი ფული, არამედ დიდი გული, აი რა თამაშობდა უმთავრეს როლს დიდი ქველმოქმედის მოღვაწეობაში, ის მოწყალებას გასცემდა არა ვინმეს დასანახად , არამედ ამ ქმედებას მას კარნახობდა მეცენატის მგრძნობიარე სული... მისი ქველმოქმედების მთავარი არსი იყო- ,,მარცხენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარჯვენა ხელი”... ის არ ტრაბახობდა ქონებით, არ ატარებდა ოქროს ნივთებს, მისი ერთადეთი სამკაული იყო საღილეზე მიმაგრებული ცოცხალი ყვავილი... საოცარი დამთხვევაა, ტიციან ტაბიძეც ხომ ყოველთვის მიხაკს ატარებდა გულის ჯიბეზე მიმაგრებულს, ამ ორი უდიდესი პიროვნების სახელი კი მოვარაყებულია ასწლოვანი სკოლის კედლებზე. ერთი ფუძემდებელია, ხოლო დიდი ცისფერყანწელის ტიციან ტაბიძის სახელს ამაყად ატარებს ჩვენი სკოლა. მანთაშოვმა 1910წ. თავისი ხელით ჩაუყარა სკოლას საძირკველი. 1911წ. დასრულდა სკოლის მშენებლობა. თავად მეცენატი ვერ მოესწრო სკოლის გახსნას, იგი გარდაიცვალა სანკტ პეტერბურგში 1911 წლის 19 აპრილს, ხოლო 5 დღის შემდეგ გადმოასვენეს ,,ტიფლისში”. დაკრძალულია მისი ცოლის გვერდით. სკოლაში აღუმართავთ მისი ბიუსტი, რომელიც 1922 წლამდე მდგარა შენობაში. თბილისის ღირსეულმა მოქალაქემ სკოლას დაუტოვა საქველმოქმედო ფონდი, რომლის საშუალებითაც ფინანსდებოდა ნიჭიერი მოსწავლეების სწავლება ხელმოკლე ოჯახებიდან. მისი თაოსნობით თბილისში შეიქმნა ქველმოქმედ-განმანათლებელთა საზოგადოება.
1914 -1918 წლების I მსოფლიო ომში საქართველო გარდა იმისა რომ ფრონტზე აგზავნიდა თავის ჯარისკაცებს, თბილისში იღებდა და უვლიდა უამრავ დაჭრილ და დსახიჩრებულ მეომრებს. ერთ-ერთი ჰოსპიტალი სწორედ ჩვენი სკოლის კედლებში იყო გახსნილი: 1915 წელს სწორედ ჯარისკაცების სანახავად იმყოფებოდა ჩვენი სკოლის შენობაში რომანოვების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ნიკოლოზ II. ( რომელიც სამ წელიწადში თავის ოჯახის ყველა წევრთან ერთად დახვრიტა ბოლშევიკურმა მთავრობამ რუსეთში.) მოგვიანებით, სკოლა გახდა ნიკოლოზ ტიხონოვის სახელობის რუსული სკოლა. შემდეგ კი ქ. თბილისის №43 საშუალო სკოლა, სადაც უკვე გაიხსნა ქართული სექტორი. მოგვიანებით სასწავლებელს ტიციან ტაბიძის სახელი მიენიჭა

No comments:
Post a Comment