სკოლის მისია


    1.სკოლის უმთავრესი მისიაა შექმნას ხელსაყრელი გარემო სასწავლო  დაწესებულებაში, სადაც მოსწავლეები მოახდენენ  თვითრეალიზებას; ჩამოყალიბდებიან ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად; აღზარდოს   თავისუფლად მოაზროვნე, სამართლიანი და ჯანსაღი თაობა;

          2. მოიზიდოს მოსწავლეები სკოლაში და მონაწილეობა მიიღოს ჯანსაღ კონკურენცაში;   მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგთა მოზიდვა და შენარჩუნება; სწავლების თანამედროვე  მეთოდების განუხრელად დანერგვა;

    3.შეიქმნას ღია, კონკურენტუნარიანი გარემო.აღზარდოს მომავალი თაობები , რომლებიც დედა ენის პრიორიტეტული როლის გათვალისწინებით ინტეგრირებული იქნება ევროპულ და საერთაშორისო სივრცესთან;

     4. მოსწავლეებში ჩამოაყალიბოს სამოქალაქო ცნობიერებისკანონმორჩილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ეროვნული ღირებულებეის პატივისცემა; რელიგიური შემწყნარებლობა, განსხვავებული აზრის მოსმენა და მისი პატივისცემა, პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა.

    5. მოსწავლეებმა  საფუძვლიანად შეისწავლონ სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საგანი, რეპეტიტორების გარეშე მოამზადოს ისინი  როგორც სკოლის დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდებისათვის, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

     6.დამკვიდრდეს სკოლაში თანამშრომლობითი, გუნდური მუშაობისა და ურთიერთსწავლების ტრადიცია; მართოს სკოლაში ადამიანის რესურსი და იზრუნოს  მის განვითარებაზე; ასევე სკოლის მისიაა კლასგარეშე მუშაობის უზრუნველყოფა და მიმართულებები;

     7.ვუზრუნველვეყოთ სკოლის მატერიალური რესურსების მოვლა-პატრონობაშენახვა და განახლება;სკოლისათვის საჭირო რესურსების მოძიება ;

      8.ფიზიკური და ფსიქიკურად ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა;   ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში, სკოლასა და ოჯახს შორის კოორდინირებული მუშაობა;. მშობლებსა და სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება:

    9. მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება

     10.სამეზობლო და რეგიონალურ სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების ამყარება; გაცვლითი პროგრამების და მოსწავლეთა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის დამკვიდრება!

            

No comments:

Post a Comment